ეკონომიკა

სომხური საკონდიტრო ნაწარმი შესაძლებელია ევროპაში ექსპორტზე გავიდეს

სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა სომხეთის რესპუბლიკა შეიყვანა ევროკავშირის მიერ ავტორიზებული მესამე ქვეყნების სიაში.  “Armenpress”-ის  ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ინსპექციის სამსახურმა გაავრცელა.

„ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან სომხეთში დამზადებული კომპოზიტური პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რძეს ან/და კვერცხს (საკვები, რომლებიც შეიცავს როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის გადამუშავებულ პროდუქტებს) შეიძლება ექსპორტირებული იქნას  ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთში სურსათის უვნებლობის სექტორის ფუნქციების, ასევე განხორციელებული კონტროლის შედეგების საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button