მთავარიპოლიტიკა

შეერთებული შტატები მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას –   აშშ-ის ელჩი სომხეთში

აშშ-ის ელჩმა სომხეთში კრისტინა ქუინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. “Armenpress”-ის ცნობით, როგორც სომხეთში აშშ-ის საელჩოდან იტყობინება, ამის შესახებ ელჩმა ქუინმა ვაიოც ძორის რეგიონში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

„ელჩი ქუინი იმყოფებოდა ვაიოც ძორის რეგიონში, სადაც შეხვდა ვაიოც ძორის გუბერნატორს,  ადგილობრივ ოფიციალურ პირებს და დააკვირდა უსაფრთხოების ვითარებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ელჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადგილობრივი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრებს ესწრებოდა სომხეთის  ელჩი აშშ-ში ლილიტ მაკუნცი. ელჩმა ქუინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ასევე სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button