
სომხების მოძულე განცხადებებს შორის გამოირჩეოდა აზერბაიჯანელი დეპუტატი ჰიკმეთ ბაბაოღლუ. APA-ს ინტერვიუში „აზერბაიჯანელი ხალხის რჩეულმა“ ისაუბრა იმაზე, „რომელ სომეხს მიეცემა უფლება დარჩეს ყარაბაღში“.
დეპუტატმა ჯერ გონებრივად „გააძევა“ რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეები, შემდეგ „მოსულები“, ბოლოს კი უბრალოდ აღიარა, რომ „გადაწყვეტილება ვის ექნება ყარაბაღში დარჩენისა და ცხოვრების უფლება, მიღებული იქნება აზერბაიჯანის კანონების შესაბამისად“. მისი თქმით, „საწყისი პირობებია, რომ ასეთი შანსი, პირველ რიგშიჰქონდეთ იმ სომხებს, რომლებსაც არ დაურღვევიათ აზერბაიჯანის კანონები, მაგრამ დრო გადის და ეს პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“.
რაც შეეხება რუბენ ვარდანიანს, დეპუტატის თქმით, „მის ბედს აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ერთობლივი ბრძანებით გადაწყვეტენ“.