საზოგადოება

Fly Arna გახდა ერთადერთი IOSA ოპერატორი სომხეთში

სომხეთის ეროვნული ავიახაზები Fly Arna გახდა IOSA ოპერატორი, რომელმაც მიიღო მსოფლიოში ცნობილი უსაფრთხოების სერტიფიკატი.

ავიაკომპანიის პრესრელიზიდან ირკვევა, რომ Fly Arna არის პირველი და ამჟამად ერთადერთი ავიაკომპანია სომხეთში, რომელმაც წარმატებით გაიარა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ოპერატიული უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) და მიიღო IOSA სერთიფიკატი.

ეს სერტიფიკატი, რომელიც მოქმედებს ორი წლის განმავლობაში, გაიცა IATA-ს აუდიტორების მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგების საფუძველზე, რომლის წრეებშიც საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და შეფასებული ავიაკომპანიის პოლიტიკის, პროცედურების და საქმიანობის შესაბამისობა გლობალურ საავიაციო სტანდარტებთან.

კერძოდ, საფრენოსნო საქმიანობის, ფრენისუნარიანობის, ხარისხის კონტროლის, საავიაციო უსაფრთხოების, ტექნიკური მომსახურების, სახმელეთო სერვისების სამსახურებში გამოყენებული სახელმძღვანელოების შესაბამისობა IOSA-ს მოთხოვნებთან და მათი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიური ფრენების დროს.

„დღეს ჩვენ დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ Fly Arna აღიარებულია სომხეთის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად, რომელმაც წარმატებით გაიარა ყველაზე რთული IOSA აუდიტი ავიაციის სფეროში. ეს მიღწევა ადასტურებს თვეების გუნდურ მუშაობას და სრულყოფილებისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარია და ჩვენ გავაგრძელებთ სამგზავრო მომსახურების დონის ამაღლებას საავიაციო ინდუსტრიაში, ეროვნული ავიახაზების წოდებისადმი ერთგულებით“, – აღნიშნა Fly Arena-ს პრეს სპიკერმა გაიანე ანტონიანმა.

აღინიშნება, რომ Fly Arena გააგრძელებს უსაფრთხოებისა და მომსახურების სფეროში უმაღლესი გლობალური სტანდარტების სკრუპულოზურად დაცვას. დაარსების პირველივე დღეებიდან ავიაკომპანია დიდ ძალისხმევას ხმარობს, რათა დადებითი გავლენა იქონიოს სომხეთის საავიაციო სექტორის განვითარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button