მთავარიპოლიტიკა

აშშ უარყოფს ჭორებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მთიანი ყარაბაღის სიტუაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას ხელს უშლის

სომხეთში აშშ-ის საელჩომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ ახორციელებს ზეწოლას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებზე, რათა ხელი არ მოაწერონ რეზოლუციას მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ.

თემას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეეხო, რომელმაც „Armenpress“-ის  კითხვას უპასუხა.

Კითხვა. ემზადება თუ არა თქვენი ქვეყანა 16 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიის შემდეგ მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტის წარდგენისთვის?

პასუხი: გასულ ოთხშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სესიაზე მთიანი ყარაბაღის საკითხზე, საბჭომ განიხილა არსებული ჰუმანიტარული ვითარება გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ელჩის ლინდა თომას-გრინფილდის თავმჯდომარეობით.

ჩვენ არ გვინახავს რეზოლუციის პროექტი და პრეტენზია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ახდენდა ზეწოლას წევრ ქვეყნებზე, არ მოეწერათ ხელი რეზოლუციას, ეს  არის აბსოლუტური სიცრუე.

როგორც ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოსადმი ჩვენს განცხადებაში, ჰუმანიტარული ვითარება მთიან ყარაბაღში კვლავაც გვაწუხებს და ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, რაც შეიძლება მალე გახსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული, კომერციული და კერძო ტრანსპორტისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button