ესპანურმა კლუბმა “რეალ სოსიედადმა” არსენ ზახარიანი ოფიციალურად წარადგინა

მის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე რუსეთის ნაკრების ნახევარმცველმა, არსენ ზახარიანმა ესპანურ კლუბ „რეალ სოსიედადში“ გადასვლაზე ისაუბრა.
„მიყვარს შეტევა და გოლების გატანა, ასევე გუნდს ყველანაირად ვეხმარები. მიხარია, რომ ასეთ შესანიშნავ კლუბში ვარ. ყოველთვის ვიყავი ესპანურ ფეხბურთს და ამ გუნდის მიმდევარი. მინდოდა აქ თამაში, ამიტომ დიდხანს არ მიფიქრია, როდესაც გავიგე “რეალ სოსიედადის” ინტერესის შესახებ. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ამ კლუბს ძალიან სურდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმება და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. არ ველოდი, რომ ასე თბილად დამხვდებოდნენ. “ჯერჯერობით არ ვიცი, შევძლებ თუ არა შემდეგ თამაშში მონაწილეობას”, – განაცხადა ზახარიანმა.
სომეხმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლა ლიგის წარმომადგენელმა ტრანსფერში მოსკოვის “დინამოს” 12 მილიონი ევრო გადაუხადა.