მთავარიპოლიტიკა

ბელგიის მთავრობამ ერევანში რეზიდენტური საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო

22 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა მიიღო დელეგაცია ბელგიიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰბიბი. ამის შესახებ ცნობას სომხეთის ეროვნული ასაბლეა ავრცელებს.

მიესალმა რა სტუმრებს, ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და ბელგიის პარლამენტების აქტიური თანამშრომლობა არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მთავარი ინსტრუმენტი. მან ასევე მჭიდრო პარტნიორობის ფაქტად მიიჩნია ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილება ერევანში რეზიდენტური საელჩოს გახსნის შესახებ. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხეთსა და ბელგიას შორის ეფექტური და კონსტრუქციული დიალოგის ორმხრივ და მრავალმხრივ პოლუსებს, განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ჩარჩოებს.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო  ლაჩინის დერეფნის კრიზისის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი საშინელი ვითარება. მხარეები  ლაჩინის დერეფნის გახსნასთან დკავშირებით ერთი აზრის არიან.  სრ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბელგიელი პარტნიორებისგან აქტიურ ნაბიჯებს ელის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგში საერთაშორისო მექანიზმების ჩართვას და აქტიურ დისკუსიებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button