საერთაშორისო

საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში პირველ ოცეულშია

Visualcapitalist-მა 2022 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებლები ქვეყნების რეიტინგი წარმოადგინა. საქართველო ამ რეიტინგში 18-ე ადგილზეა 2,135 ჰლ ღვინის წარმოებით, რუსეთი – 11-ზე (4,700 ჰლ), უკრაინა – 28-ზე (660 ჰლ). ამის შესახებ წერს jnews-ი.

სიის სათავეში იტალიაა. მსოფლიოს უმსხვილესმა ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ 2022 წელს თითქმის 50 მილიონი ჰექტოლიტრი (ერთი ჰექტოლიტრი უდრის 100 ლიტრს) ღვინო აწარმოვა, რაც დაახლოებით 1994 წლის ოლიმპიური საცურაო აუზის რაოდენობის ღვინოა და წელიწადში წარმოებული მთლიანი ღვინის თითქმის მეხუთედია. ამ ღვინის ნახევარზე ნაკლები საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიგზავნა, რაც იტალიას სასმლის უმსხვილეს ექსპორტიორად აქცევს მსოფლიოში.

სამეულში არიან ევროპის ქვეყნები: საფრანგეთი (45,6 ჰექტოლიტრი) და ესპანეთი (35,8 მლნ ჰექტოლიტრი). ეს სამი ქვეყანა ერთად მსოფლიოს ღვინის მარაგის ნახევარს აწარმოებს.

აშშ, საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგში, მე-4 ადგილზეა და უსწრებს ამერიკის ღვინის მწარმოებელ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჩილე (მე-8) და არგენტინა (მე-9).

ნახეთ მეტი
Back to top button