პოლიტიკა

თუ ლაჩინის დერეფანი გაიხსნება, ჩვენ დავიბრუნებთ თვითკმარობას და აღარ იქნება საჭირო ტვირთის აღდამით გადატანა   – მთიანი ყარაბაღის  საგარეო საქმეთა მინისტრი

ვითარება მთიან ყარაბაღში  კატასტროფამდეა მისული.  ამის შესახებ Politico-სთან საუბარში მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ღაზარიანმა განაცხადა.

მყ საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის წინადადებაზე აკნა-სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული მხარის მიხედვით აღდამ-ხანკენდი) გზის გამოყენების შესახებ.

ღაზარიანმა გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანის წინადადება აღდამის გავლით დახმარების მიწოდების შესახებ ცდილობს აიძულოს მყ  სომხები უარი თქვან დამოუკიდებლობაზე და გახდნენ აზერბაიჯანის ნაწილი.  „თუ ჩვენ დავეთანხმებით აზერბაიჯანული მხარის მიერ აღდამის გზის გახსნას და მიწოდებას, ჩვენ მათ დანაშაულს ვაკანონებთ“, – განაცხადა მან. „ლაჩინის დერეფნის გახსნის შემთხვევაში, ჩვენ აღვადგენთ თვითკმარობას და აღარ იქნება საჭირო ტვირთების აღდამით გადატანა“, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button