საერთაშორისო

ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს,”24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.

საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.

ეს დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button