ეკონომიკა

ირანი განიხილავს რუსეთისათვის ელექტროენერგიის გაცვლას  სომხეთის მეშვეობით

ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა. „ირანი განიხილავს რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლის ორ გზას, ერთი აზერბაიჯანის, მეორე სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებით. ამის შესახბ იუწყება parstoday.ir

ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა შესაძლებელია რეგიონული სინქრონული ქსელის შექმნის პირობით. ამ პარამეტრში, ყველა გენერატორი ერთსა და იმავე სიხშირეზეა.

მოსკოვი და თეირანი ზაფხულსა და ზამთარში ელექტროენერგიის ტრანზიტის მოცულობას გაზრდიან. აქ მხარეთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და მათი შესაძლებლობები ავსებს ერთმანეთს. ვინაიდან რუსეთს და ირანს არ აქვთ სახმელეთო საზღვარი, საჭიროა შუამავალი, როგორიცაა სომხეთი, საქართველო ან აზერბაიჯანი. ირანული მხარის განცხადებით, განიხილება ორი ვარიანტი: აზერბაიჯანი ან საქართველო და სომხეთი.

ექსპერტების აზრით, ენერგეტიკული გაცვლის სფეროში ქვეყნებს შორის მდგრადმა თანამშრომლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დიპლომატიის გაძლიერებას და რეგიონულ უსაფრთხოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button