პოლიტიკა

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში  ეთნიკური წმენდის კლასიკურ პოლიტიკას ახორციელებს. ედმონ მარუქიანი

სომხეთის სპეციალური დავალებების მქონე ელჩმა ედმონ მარუქიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს ეთნიკური წმენდის კლასიკურ პოლიტიკას მთიან ყარაბაღში.

ამის შესახებ მარუქიანმა X-ის (ყოფილი “ტვიტერი”) თავის მიკრობლოგში დაწერა.

„აზერბაიჯანი ახორციელებს ეთნიკური წმენდის კლასიკურ პოლიტიკას მთიან ყარაბაღში. ჩვენი ინფორმაციით, ბაქო გეგმავს ლაჩინის დერეფნის ცალმხრივად გახსნას, რათა მთიანი ყარაბაღის სომხები დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე გაიყვანოს ტერიტორიიდან. ეს არის ეთნიკური წმენდის კლასიკური პოლიტიკა: ჯერ ისვრიან, კლავენ, აპატიმრებენ, აშიმშილებენ დიდი ხნით, მერე მხოლოდ გასავალს ხსნიან, რომ მთიანი ყარაბაღი ამ არაადამიანური პირობების გამო დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე დატოვონ. ეს უნდა შეწყდეს საერთაშორისო ინტერვენციით“, – დაწერა მარუქიანმა თავის პოსტში და ახსენა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი.

ნახეთ მეტი
Back to top button