მთავარიპოლიტიკა

ბაქო სტეფანაკერტთან დიალოგს სხვადასხვა გზით ტორპედირებს. ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქო გამუდმებით არღვევს დიალოგს სტეფანაკერტთან სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობს პასუხისმგებლობა მთიან ყარაბაღს დააკისროს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ბაქო გამუდმებით ტორპედირებს სტეფანაკერტთან დიალოგს სხვადასხვა გზით და ცდილობს პასუხისმგებლობა მთიან ყარაბაღს დააკისროს.

სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია იგივე რჩება, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის გზით, საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში უნდა გადაიჭრას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრი ასევე არსებითად მიიჩნევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-7 პუნქტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, არამედ მიმდებარე რეგიონებში. „ეს ნიშნავს, რომ  არა მხოლოდ მარტაკერტის, რამდენიმე ჰადრუთის სოფლების, მარტუნის რამდენიმე სოფლის სომხებს, არამედ გეტაშენის, მარტუნაშენის, შაჰუმიანის და სხვა რეგიონების სომხებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button