
სომხეთის მომხიბვლელად ლამაზი ხალხური მუსიკის, გემრიელი სამზარეულოს და ხანგრძლივი სიამაყის მიღმა დგას სასიკვდილო დევნის, გენოციდის და მიტოვების ტრაგიკული ისტორია. ახლა, წარსულის საშინელება შეიძლება განმეორდეს, თუ რაც შეიძლება მალე რამე არ გაკეთდება სომხეთის მეზობელი აზერბაიჯანის ადამიანთა მკვლელობის განზრახვებისა და ქმედებების მიმართ, წერს პოლ ბრაიანი ბრიტანულ გამოცემა The Critic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვაიგნორებთ“.
„ამჟამად, 120 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი მძიმე მდგომარეობაშია აზერბაიჯანის დიქტატორის ილჰამ ალიევის გამო, მაშინ როცა დასავლეთი მას მაღლა აწეულ ცერა თითს უჩვენებს და თვალს უკრავს. ამის შესახებ ძნელად გაიგებდით მედიის უმეტესი ნაწილისგან, რომელიც უფრო მეტადაა ორიენტირებული თვითკმაყოფილ რიტორიკაზე იმის შესახებ, თუ როგორ იცავს ამერიკა „დემოკრატიას“ უკრაინაში ან ამწვავებს სკანდალს დონალდ ტრამპის ბოლო ბრალდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ბრაიანი ხაზს უსვამს, რომ ამ შემთხვევაში რისკის ქვეშ იმყოფება მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონი, რომელმაც 1991 წელს რეფერენდუმი ჩაატარა და სსრკ-სგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა, მთიანი ყარაბაღის (არცახის) უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ იქნა 2020 წელს მისი შემოჭრის დროს. ამან მყ მოწყვიტა დანარჩენ სომხეთს, გარდა მისასვლელის ლაჩინის დერეფნის გავლით, რომელსაც სომხები “სიცოცხლის გზას” უწოდებენ.
„მყ არასოდეს ყოფილა სუვერენული აზერბაიჯანის შემადგენლობაში… მთიანი ყარაბაღის გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დატოვა „ძირძველი“ მიწები საქართველოში, ირანში და სხვა ქვეყნებში, თუმცა დამოუკიდებლობის დროს არასოდეს უთქვამს პრეტენზია მის ამჟამინდელ ანკლავებზე, როგორიცაა ნახიჩევანი. ახლა ბაქოს პანთურქული ამბიციები გამუდმებით აფართოებს იმ ტერიტორიების ჩამონათვალს, რომლებიც ვითომ ბუნებით და არსებით „აზერბაიჯანულად“ ხდებიან და ამ სიის სათავეში მყ-ია“, – წერს სტატიის ავტორი.
ბრაიანი აღნიშნავს, რომ დასავლეთს სურს გააგრძელოს აზერბაიჯანული ენერგიის მიწოდება ევროპისთვის, რუსეთისგან დაკარგული ენერგომატარებლების სანაცვლოდ, და ნატოს ძვირფას “დემოკრატიულ” რიტორიკას ადგილი არ აქვს ამ კრიზისში.
„დასავლეთს, დაწყებული სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენით, სურს კონფლიქტი აზერბაიჯანსა და მყ-ს შორის წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარ მსუბუქ გაუგებრობად, სადაც „ორივე მხარეს“ კომპრომისებზე წასვლა უწევს. როგორ უნდა წავიდნენ სომხები კომპრომისზე, როცა მეორე მხარეს მათი სიკვდილი უნდა? როგორ შეიძლება ეს „ორივე მხარეს“ ეხებოდეს, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზარმაზარ სამხედრო დახმარებას უწევს აზერბაიჯანს და ელოდება, რომ სომხები თავიანთ მიწებს გადასცემენ მთავრობას, რომელიც მათ არ თვლის ადამიანებად, „მსახურებისთვის უღირსადაც კი“,- ხაზს უსვამს ბრაიანი.
სტატიის ავტორის თქმით, დასავლური მედია ძალიან მიდრეკილია „ორმხრივი მიდგომისკენ“, მაგრამ არ არსებობს ორი ან თუნდაც სამი მხარე. არის ერთი მხარე: სომეხი ხალხი და მისი არსებობის უფლება.
„აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მყ სომხებისგან ეთნიკურად გაწმინდოს ან ისინი დამამცირებელ, უძლურ მონობაში მოაქციოს. ის იმედოვნებს, რომ დასავლეთის ხალხი თვალს დახუჭავს ამაზე დასახული მიზნის მისაღწევად. აზერბაიჯანში სომხების დაუსჯელობის შეთავაზება სხვა არაფერია, ვიდრე ცარიელი სიტყვები, რაც მოდის რასისტული, ავტოკრატიული რეჟიმისგან, რომელიც აჯილდოებდა სამხედრო დამნაშავეებს სომხების სასტიკი მკვლელობისა და თავების მოკვეთისთვის, მათ შორის “ეროვნული გმირების” რამილ საფაროვისა და იბად ჰუსეინოვის ჩათვლით.
„აზერბაიჯანის არმიამ ჩაიდინა მრავალი სისასტიკე და ომის დანაშაული 2020 წელს ეთნიკურ სომხურ ტერიტორიაზე შეჭრისას, დაუსჯელად აქვეყნებს რა ვიდეოებს სოციალურ მედიაში, რომელშიც დასცინის და აფურთხებს სომეხ მშვიდობიან მოსახლეობას, სანამ თავებს კვეთს ან შეურაცხყოფას აყენებს, რომლებიც შეესაბამება ISIS-ის ყველაზე უარეს მოქმედებებს.
გარდა ამისა, ბაქო ამტკიცებს, რომ სომხებს არ აქვთ ჭეშმარიტი, უძველესი ისტორია ან უფლება თავიანთ მიწაზე, ალბათ ეშინიათ იმის, თუ რას დაინახავენ, თუ საკუთარი მთავრობა და სახელმწიფო სარკეში ჩაიხედავენ. აზერბაიჯანის მთავრობა იქამდე მივიდა, რომ ჩაერთო რაღაც გენიალურ არქეოლოგიურ პროპაგანდაში და ამტკიცებს, რომ სომხური ეკლესიებიც კი არ არის სომხური.
თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს, ისევე როგორც ისრაელის, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მთავრობები. ეს ძლიერი ქვეყნები აზერბაიჯანს ნავთობის სასარგებლო მომწოდებლად და რეგიონში ირანის გავლენის წინააღმდეგ ბარიერად ხედავენ“, – აღნიშნავს პოლ ბრაიანი.