საზოგადოება

სომხეთს თავშესაფრის მისაღებად მიმართა აზერბაიჯანის 2-მა და თურქეთის 10-მა მოქალაქემ

2023 წლის პირველ ნახევარში 440 ადამიანმა სომხეთის რესპუბლიკაში თავშესაფარი  მოითხოვა. ამის შესახებ აცხადებენ სრ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში.

ინფორმაციის თანახმად, 440 ადამიანიდან 156-ს განაცხადი შეუწყდა, 55-ს უარი ეთქვა, 179-მა კი ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

2023 წლის პირველ ნახევარში სომხეთს თავშესაფარი ყველაზე მეტმა ერაყელმა მოქალაქემ სთხოვა: 131-მა ადამიანმა. მეორე ადგილზეა უკრაინის მოქალაქეები: 115 ადამიანი, მესამეზე: ირანის 40 ადამიანი. თურქეთიდან თავშესაფარი 10-მა ადამიანმა მოითხოვა, საიდანაც 2-ს განაცხადი შეუწყდა, 1-ს უარი ეთქვა. უცნობია, რა პროცესით წარიმართა დანარჩენების განაცხადები. აზერბაიჯანიდან თავშესაფარი 2 ადამიანმა ითხოვა. ერთის განაცხადი შეწყდა, მეორის შესახებ კი არაფერია ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button