მთავარიპოლიტიკა

ძალით არაფერი შეიცვლება: ირანის ელჩი სომხეთში ბაქოს საზღვრების შეცვლის გეგმებზე

ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგი ვართ საზღვრების ნებისმიერი ცვლილების. ამის შესახებ ირანის ელჩმა სომხეთში მეჰდი სობჰანიმ NEWS.am-თან ინტერვიუში განაცხადა

ბატონო ელჩო, ერევანში მიმდინარე ეკონომიკურ გამოფენაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ ირანი მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და გადადგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. რა ნაბიჯებს გულისხმობდი?

ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგი ვართ საზღვრების ნებისმიერი ცვლილების. ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ვაღიარებთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი საკომუნიკაციო მიმართულებების  გახსნის, ასეთი მიმარეთულებები ჩვენ აზერბაიჯანსაც მივაწოდეთ, მაგრამ კომუნიკაციის ყველა საშუალება უნდა იყოს იმ ქვეყნების კონტროლის ქვეშ, რომლებშიც ისინი მდებარეობს, განსაკუთრებით სომხეთის შემთხვევაში.

მაგრამ თუ აზერბაიჯანი ძალით ეცდება ე.წ ზანგეზურის დერეფნის გახსნას, რას გააკეთებს ირანი, რით დაეხმარება სომხეთს?

როგორც ვთქვი, ჩვენ მხარს ვუჭერთ საკომუნიკაციო მიმართულებების  გახსნას, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ სომხეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ. ძალით არაფერი შეიცვლება.

მიიღებს თუ არა ირანი ზომებს ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად?

როცა ვამბობ, რომ ირანი მხარს დაუჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყველაფერი ნათელი ხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button