კულტურა

ერევანში სამ პლატფორმაზე მედია ხელოვნების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი CYFEST გაიმართება

მედია ხელოვნების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი CYFEST 2-18 სექტემბერს ერევანში სამ პლატფორმაზე გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემა დაუცველობაა.

CYFEST-ის მე-15 ფესტივალი ეძღვნება ადამიანის და არაადამიანური სხეულის ბიოლოგიური, სოციალური და კიბერსივრცეების, ისტორიისა და სამომავლო სცენარების (კონტრ)დაუცველობას, ასევე გარდამავალ მდგომარეობაში მყოფ სამყაროსთან შეჯახებებსა და ურთიერთობებს.

CYFEST არის ვიდეო ხელოვნება, ხმის გამოფენები, პერფორმანსები, ლექციები და ვიდეო ჩვენებები მხატვრების, ინჟინრებისა და აქტივისტების მიერ მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალში მონაწილეობს 60-ზე მეტი ავტორი 15 ქვეყნიდან: სომხეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, ესპანეთიან, იტალიიდან, კოლუმბიიდან, მექსიკიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და იაპონიიდან.

ფესტივალის მთავარი პლატფორმებია კულტურული ცენტრი HayArt-ი, თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი (ZAI, ერევანი) და ერევნის ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავის ისტორიაში პირველად უმასპინძლებს მედია და ხმის ინსტალაციას და ობიექტებს.

CYFEST აერთიანებს ხელოვნების პროფესიონალებს და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს: მხატვრებს, კურატორებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, მედია აქტივისტებს და თეორეტიკოსებს.

2022 წელს CYFEST პირველად ჩატარდა ერევანში, სომხური ხელოვნების კულტურულ ცენტრში. ფესტივალს 1000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.

ფესტივალის კურატორები არიან: ანა ფრანცი, ელენა გუბანოვა, სერგეი კომაროვი, ვიქტორია ილიუშკინა, ნაზარეთ კაროიანი, ვალენტინო კატრიკალა, სილვია ბურინი, ალექსანდრა დემენტიევა, ჯერომ ნივეტ-კარზო.

CYFEST-15 ჩატარდა CYLAND International MediaArtLab-ის მიერ სომხური ხელოვნების კულტურულ ცენტრთან და ერევნის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტთან (ZAI, ერევანი) თანამშრომლობით.

ნახეთ მეტი
Back to top button