ეკონომიკამთავარი

Standard & Poor’s-მა სომხეთის რეიტინგი აამაღლა

Standard & Poor’s-მა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ეკონომიკურმა ანალიტიკურმა სტრუქტურამ, გაზარდა სომხეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, B+-დან BB–მდე.

სააგენტოს ცნობით, სომხეთის ეკონომიკის განვითარების პროგნოზები სტაბილურია.

„სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ისევე როგორც ფინანსური და საგარეო ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდებოდა ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე. მიგვაჩნია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა მომდევნო წლებშიც შედარებით მაღალი იქნება“, – ნათქვამია Standard & Poor’s-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სააგენტოს ცნობით, 2023 წელს სომხეთში ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 7,5 პროცენტი იყოს.

„თუ ექსტრემალური სცენარები, ვთქვათ, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთან, გამოირიცხება, მაშინ სომხეთში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები სტაბილური იქნება“, – აცხადებენ Standard & Poor’s-ის ექსპერტები.

ნახეთ მეტი
Back to top button