ანალიტიკა

ახალი დიპლომატიური ინიციატივა, ლაჩინის დერეფნის მონახულების სურვილი. რას გვთავაზობს პარიზი

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კრიზისის საკითხი განიხილა.

გუშინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აპირებს უახლოეს დღეებში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარება განიხილოს და ახალი დიპლომატიური ინიციატივით გამოვიდეს.

პარიზში ელჩების შეხვედრისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი მობილიზებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისთვის, რათა ამოწუროს სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან სომხების მასობრივი ემიგრაციის პროვოცირებას.

მაკრონის განცხადება ახალი დიპლომატიური ინიციატივით წარდგენის შესახებ: ხვალ სომხეთში ჩამოსასვლელი პარიზის მერის მზადყოფნა, უმეგზუროს ერევნიდან ჰაკარის ხიდამდე ჰუმანიტარულ ტვირთს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საფრანგეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ადგილზე სიტუაციის შესაცვლელად, იმ შემთხვევაში, რომ ბაქო ურყევია ბერძორის დერეფნის გახსნის და ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის საკითხში? პოლიტოლოგი დავით სტეფანიანი ,,რადიოლურ“-თან საუბარში აცხადებს, რომ პარიზი დიდ აქტიურობას ამჟღავნებს და საფრანგეთს უნდა მიეცეს შანსი დახმარებით და არა ხელშეშლით.

 „თუ ჩვენ გვსურს ამ საკითხში საფრანგეთს დავეხმაროთ, რომ გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე, პირველ რიგში, არცახის მოსახლეობა, ჩვენ ნაბიჯები მაინც უნდა გადავდგათ. მაგალითად, ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები საფრანგეთთან, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის იყოს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ დონეზე. ეს აუცილებელი ნაბიჯია“.

ამ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს დაელაპარაკოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს და წარმოადგინოს ახალი დიპლომატიური ინიციატივა მთიანი ყარაბაღის დარეგულირებასთან დაკავშირებით, იუწყება ,,რია ნოვოსტი“. ჩვენ მოვითხოვთ შეთანხმებების შენარჩუნებას ლაჩინის ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით და საერთაშორისო ასპარეზზე წარვდგებით ახალი დიპლომატიური ინიციატივით, რათა გავზარდოთ ზეწოლა ბაქოზე“, – განაცხადა მაკრონმა ელჩების ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დავით სტეფანიანის თქმით, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა პარიზმა განაცხადა: „შემიძლია ვივარაუდო, რომ რეზოლუცია იქნება შემოთავაზებული გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ამის შესახებ უკვე დაიწერა ფიგაროში. შეიძლება წარსდგეს როგორც შუამავალი ქვეყანა, შეგახსენებთ, რომ დოკუმენტში ყარაბაღის საკითხში სამი შუამავალი ქვეყანაა: აშშ, საფრანგეთი და რუსეთი. და არავის არ გაუუქმებია მინსკის ჯგუფი“.

საერთაშორისო ექსპერტი დავით კარაპეტიანი მიიჩნევს, რომ მაკრონი სერიოზულ წინადადებას გააკეთებს, რამაც შესაძლოა ალიევიც გააოცოს.

„ვფიქრობ, ის ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს ისეთ წინადადებას, რომელიც კონფლიქტს მოაგვარებს. ვფიქრობ, ჰუმანიტარული კრიზისის მართვის ისეთ წინადადებას გააკეთებს, რასაც შესაძლოა აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაეთანხმოს. რაკი ლაჩინის გზასთან ერთად აღდამის გზის გახსნასა და ექსპლუატაციაზეა საუბარი, შესაძლოა მაკრონმა შესთავაზოს რაიმე ჩარევა სამხედრო ან სამოქალაქო მისიის სახით, რომელიც განლაგდება იმ ტერიტორიაზე და განახორციელებს სათვალთვალო სამუშაოებს. თუ განიხილება აღდამის გზასთან ერთად, იქაც შეიძლება განთავსდეს“.

ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 აგვისტოს ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან პარიზიდან და კიდევ რამდენიმე რეგიონიდან მთიან ყარაბაღში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთებით სატვირთო მანქანების კოლონა იქნება. პარიზის მერი ანა იდალგო სომხეთში 30 აგვისტოს ჩამოვა და პირადად უმეგზურებს ჰუმანიტარული დახმარების კოლონას, რომელიც ერევნიდან ლაჩინის დერეფანში მიდის. რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაბიჯს და რას შეცვლის ის ალყაში მოქცეული არცახის ცხოვრებაში? საერთაშორისო მკვლევარი დავით კარაპეტიანი ამას უბრალო ჟესტად კი არ მიიჩნევს, მას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და პრაქტიკულ ნაბიჯად თვლის. მისი თქმით, ფრანგული საქონელი ფრანგული პრესის გარეშე არ მოვა და ეს არის ერთ-ერთი გზა, რათა მსოფლიოს დავანახოთ რა ხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button