მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში 120 000 ადამიანი ამჟამად ნამდვილ შუასაუკუნოვან ალყაშია. რა არის შემდეგი ნაბიჯი? არაფერი. მირზოიანი

მთიან ყარაბაღში ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, 120 000 ადამიანი ჭეშმარიტ შუასაუკუნოვან ალყაშია ლაჩინის დერეფნის დახურვის გამო. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ 29 აგვისტოს, სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის პანელოვანი განხილვისას განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ყველა ინსტიტუტი და ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა კრიზისებისა და კონფლიქტების სამართავად, მეორე მხრივ, რეალური კონფლიქტებისა და კრიზისების შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ინსტრუმენტები და ინსტიტუტები ეფექტური არ არის“, – განაცხადა მირზოიანმა.

მისი თქმით, ლაჩინის დერეფანი, რომელიც შეიქმნა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან კავშირის უზრუნველსაყოფად, რათა ხალხი თავისუფლად გადაადგილდეს და ეს სიცოცხლის გზაა, აზერბაიჯანმა უკვე 8 თვეა გადაკეტა, 15 ივნისიდან კი მთიან ყარაბაღში არანაირი წამალი,  არც საკვები და არც საწვავი არ შედის.

„სიტუაციის კარგად წარმოსადგენად, ნება მიბოძეთ გითხრათ: დაახლოებით 2000 ორსული ქალი, 30000 ბავშვი, 20000 მოხუცი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არ იღებენ საკვებს და მედიკამენტებს. აზერბაიჯანმა ასევე შეუწყვიტა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება მთიან ყარაბაღს.

განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, გაეროს სპეციალურმა ექსპერტებმა, სხვა ავტორიტეტულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ევროპის საბჭომ და ა.შ. მრავალრიცხოვანმა ინსტიტუტმა, ავტორიტეტულმა სტრუქტურამ, ორგანიზაციამ, ინდივიდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დახურა ლაჩინის დერეფანი, რის შედეგადაც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიშვა, რომელიც შეიძლება ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდოს. და რა არის შემდეგი ნაბიჯი? – არაფერი“, – განაცხადა მირზოიანმა.

სომხეთის საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, ამ პლანეტის უმაღლესმა იურიდიულმა ორგანომ, მიიღო ორი გადაწყვეტილება, რა მოჰყვა მას? -არაფერი. „მაშასადამე, პრობლემა ინსტიტუტები ან მათი არყოფნა არ არის, სხვა რამეა საჭირო. ჩემი აზრით, არ არსებობს პოლიტიკური ნება და საერთაშორისო წესების პატივისცემა არა მარტო დამრღვევის, არამედ ყველა ჩვენგანის მხრიდან. ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ამ წესების პატივისცემაზე, რადგან ალტერნატივა არის ქაოსი, ალტერნატივა არის სიტუაცია, როდესაც ძლიერი მართალია და ყოველთვის შეიძლება იყოს ვინმე თქვენზე ძლიერი. ნორმალურია თუ არა ეს მდგომარეობა ჩვენთვის, რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციის დასაძლევად?“ – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button