საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთიანი ყარაბაღის მიმართ აზერბაიჯანის პოლიტიკა შეაფასა უკანონო და ამორალური
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ აზერბაიჯანის პოლიტიკა მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებით ემიგრაციაზე შეაფასა უკანონო და ამორალური.
როგორც იუწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდი, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში აკრედიტებული ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა.
„დახრჩობის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან სომხების მასობრივი ემიგრაციის პროვოცირებას, უკანონოა, რაც საერთაშორისო სასამართლომ უკვე დაადგინა. ეს პოლიტიკა ასევე ამორალურია“, – თქვა კოლონამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ახორციელებს ძალების მობილიზებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარებისთვის. კოლანამ აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ორი ქვეყნის საზღვრების დემარკაციას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამართლიანი და სტაბილური მშვიდობა ასევე საშუალებას მისცემს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას იცხოვრონ სამშობლოში და პატივი სცენ მათ უფლებებს, კულტურასა და ისტორიას.