პოლიტიკა

აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირში ნაწილობრივ რუსეთიდან მოდის. ფრანგმა სენატორმა ევროკომისია გააკრიტიკა

უკეთესი იქნება, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანთან გაზის შეთანხმებაზე ხელი არ მოაწეროს. ამის შესახებ 30 აგვისტოს სომხეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა ბრუნო რეტაილომ.

მისი თქმით, ეს არის გაზი, რომელიც ნაწილობრივ მოდის რუსეთიდან.

„ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ალიევისთვის, რომელიც ჩაგრავს მყ სომხებს“, – აღნიშნა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში ხელმოწერილი დოკუმენტი სამხრეთ გაზის დერეფნის სიმძლავრეების გაორმაგებას ეხება. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის აზერბაიჯანული გაზის იმპორტი ევროკავშირში წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

საფრანგეთის ო დე ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა ქსავიერ ბერტრანმა თავის მხრივ განმარტა, რომ საფრანგეთის ინიციატივების განსახორციელებლად აუცილებელია ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა. ”ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ევროკავშირის გარეშე”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button