მთავარიპოლიტიკა

პარიზის მერი. საფრანგეთმა უნდა მიაღწიოს  გაეროს უშიშროების საბჭოში მყ-ის მოსახლეობის უფლებების პატივისცემის შესახებ რეზოლუციის მიღებას

მივმართავთ საფრანგეთის პრეზიდენტს, გამოიყენოს საფრანგეთის გავლენა გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა მიიღოს რეზოლუცია მყ-ის მოსახლეობის უფლებების პატივისცემის შესახებ. ამის შესახებ 30 აგვისტოს, ონლაინ რეჟიმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა პარიზის მერმა ანა იდალგომ.

„მოვუწოდებთ პატივი სცეს საერთაშორისო კანონს, მყ-ის სომხები ალყაში არიან მათი ნების საწინააღმდეგოდ, ბლოკადა ხორციელდება საერთაშორისო სამართლისა და 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის დეკლარაციის დარღვევით.

რაც დღეს მყ-ში ხდება გენოციდს ჰგავს. იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი ამას გენოციდად აფასებს, ოთხი პრინციპი, რომელიც ფენომენს გენოციდად განსაზღვრავს, აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოებისა და ექსპერტების მიერ.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გენოციდის პრევენციის საკითხებში იმავე სიტყვას იყენებს და აღწერს იმას, რაც დღეს ხდება, როგორც გენოციდს და ეთნიკურ წმენდას ავტორიტარული რეჟიმის მიერ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს მხოლოდ იმ უფლებების პატივისცემას, რაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ხალხს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვგმობთ ამ სიტუაციას“, – თქვა ანა იდალგომ.

ნახეთ მეტი
Back to top button