მთავარიპოლიტიკა

შეუძლებლად მიგვაჩნია მყ-ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნა და თანაარსებობა. რუსული თემის ხელმძღვანელი

29 აგვისტოს სტეფანაკერტის კულტურისა და ახალგაზრდობის სასახლეში მყ-ის რუსული თემის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

Artsakhpress-ის ცნობით, ღონისძიება სომეხთა სამოციქულო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მამების ლოცვა-კურთხევითა და სიტყვით დაიწყო.

მყ-ის რუსული თემის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორდოვმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დღეს რთულ ვითარებაშია და მხოლოდ მყ-ის ხალხისთვის დამახასიათებელი სულისკვეთების ძალა და გამძლეობა აძლევს მათ საშუალებას ღირსეულად დაძლიონ ამ თვეების განსაცდელები.

„ბუნებრივია, გვახსოვს, რომ არც ჩვენი პაპებისა და მამებისთვის იყო ადვილი, რადგან ყარაბაღის წმინდა მიწის მთელი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის და ჩვენი წინაპრების მიწაზე ცხოვრების უფლებისთვის. რუსული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ისტორიული მინიშნება გააკეთა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე, ამ კონტექსტში ასევე მყ-ში რუსეთის ყოფნის ისტორიაზე. ალ. ბორდოვის თქმით, საუკუნეების მანძილზე სომხებმა და რუსებმა შექმნეს სულიერი კავშირები, რაც მიუთითებს ძლიერი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაზე ორივე ხალხის, ქვეყნებისა და რწმენის გულისთვის.

გამომსვლელის თქმით, რთულ, ფაქტობრივ კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ როგორც მყ-ის მოსახლეობა, ასევე რუსი სამშვიდობოები.

„გასაგებია, რომ დღეს ჩვენ ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიყოთ“, – რწმენა გამოთქვა რუსეთის სათვისტომოს პრეზიდენტმა.

„ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ, მაგრამ წინააღმდეგი ვართ იმ ბლოკადისა, რომელიც 206 დღეა გრძელდება და რასაც ახორციელებს აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყარაბაღის მიწაზე, სამმხრივი დეკლარაციის საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი, ისევე როგორც სუმგაითში, ბაქოში, მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ისტორიული მეხსიერება, როდესაც სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულებები იყო ჩადენილი, კარნახობს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნისა და შექმნილ ვითარებაში თანაცხოვრების შეუძლებლობას. დანაკარგების ჭრილობები ძალიან მძიმეა“, – დასძინა ალ. ბორდოვმა, მოუწოდა რა  თავი მიუძღვნან უსაფრთხო და აყვავებული მყ-ის არსებობის საქმეს.

შემდეგ რუსული საზოგადოების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს სომხურ-რუსული მეგობრობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრეს სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე და ბლოკადის შედეგად შექმნილ შესაძლებლობებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button