
ამერიკის შეერთებული შტატების რიგი ქრისტიანული თემის ლიდერებმა 29 აგვისტოს წერილი გაუგზავნეს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატეს აზერბაიჯანის მიერ მყ-ის ბლოკადასთან დაკავშირებით.
Armenpress-ის ცნობით, წერილის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს პრეზიდენტს გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა, რათა ბოლო მოეღოს აზერბაიჯანის მიერ მყ-ის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვას და ასევე, კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების მიღწევას.
„გთხოვთ გადადგათ სასწრაფო ნაბიჯები მყ-ის ბლოკადის დასასრულებლად, უზრუნველყოთ საჭირო ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველყოთ ამ სასიცოცხლო ტვირთის მიწოდება, დაასრულოთ მყ-ის ხალხის ტანჯვა და თავიდან აიცილოთ მცოცავი გენოციდი, რომლის მომსწრენიც ვართ. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა მოძებნოთ დაუყოვნებლივი დიპლომატიური გადაწყვეტა ამ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ჰუმანიტარული კატასტროფისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან და აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია წერილში.
დოკუმენტში ასევე საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორის, ლუის მორენო ოკამპოს მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაზე, რომელშიც წარმოდგენილია აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების შედეგად მყ-ში შექმნილი ვითარება და ჩაწერილია, რომ „იქ არის საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ გენოციდი ჩადენილია“. ასევე აღნიშნულია, რომ მყ-ის ბლოკადა დაგმეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმა, პრესტიჟულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა „Human Rights Watch“, „Amnesty International“, „Freedom House“ და „Lemkin Institute for Genocide“, ეროვნულმა საბჭომ, აშშ-ში ქრისტიანულმა ეკლესიებმა.