ეკონომიკა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 5.5% გაიზარდა – საქსტატი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომოკური ზრდის წინასწარი შეფასებას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, 2023 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 5.5% გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველი 7 თვის ეკონომოკური ზრდა 7.2%-ია.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

საქსტატის ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.

ნახეთ მეტი
Back to top button