მთავარიპოლიტიკა

მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ სრ საზღვარზე

მთავრობამ 31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა წინადადება „სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის სომხეთში ევროკავშირის მისიის (EUM) სტატუსის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ“.

News.am-ის გადმოცემით, დასაბუთების თანახმად, ევროსაბჭომ ჯერ კიდევ 2022წ. სომხური მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო უპრეცედენტო გადაუდებელი გადაწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო შესაძლებლობების სამოქალაქო მისიის განლაგების შესახებ ორი თვის ვადით.

ეს უკანასკნელი სომხეთის აღმოსავლეთ საზღვარზე განლაგდა 2022 წლის 20 ოქტომბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასაზღვრო სიტუაციის შედარებით სტაბილიზაციას.

სომხეთისთვის შექმნილი უსაფრთხოების რისკებისა და ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაციის შემდგომი გამწვავების მნიშვნელოვანი რისკის გათვალისწინებით, სომხურმა მხარემ მიმართა ევროკავშირს და მოითხოვა ზემოაღნიშნული მონიტორინგის მისიის მოქმედების ვადის გახანგრძლივება.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდა საქართველოში ევროკავშირის მისიის წევრებისგან და ამ შემადგენლობით მისიის მოქმედების ვადის გაგრძელება მხოლოდ ორი თვით იყო შესაძლებელი, ევროკავშირის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ექსკლუზიურად სომხეთისთვის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის შექმნის ინიციატივის შესახებ.

ამ უკანასკნელს არა მხოლოდ მიესალმა სომხეთის ხელისუფლება, არამედ სომხურმა მხარემ დიდძალი ძალისხმევა გაიღო  გრძელვადიანი მისიის შექმნის საკითხში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერის მისაღებად.

ასე რომ, 2023 წელს 23 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთში ევროკავშირის ახალი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგების შესახებ, ამ უკანასკნელის მანდატის დაწყებიდან ორი წლის ვადით. სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგება მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას. სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ამ, ასევე ყველა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია დასაბუთებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button