პოლიტიკა

აზერბაიჯანს ჯერ პასუხი არ გაუცია  სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სომხეთის ახალ წინადადებებზე  – ვიცე პრემიერი

აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ უპასუხია სომხური მხარის ახალ წინადადებებზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. როგორც “ARMENPRESS”-ი  იუწყება, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, საბოლოო წინადადებაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის“, – განაცხადა გრიგორიანმა ჟურნალისტის კითხვაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 25 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა თავისი ახალი წინადადებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button