საერთაშორისო

ვის შეხვდება ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევრკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტმებრს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას, როგორც NETGAZETI.GE წერს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს. ბორელი ქართულ მხარესთან ასევე განიხილავს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთან ერთადაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართავს.

გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button