პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, საოცრება იქნება, თუ ამას გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ, როგორც 1TV.GE წერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საოცრება იქნება, თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს.

„მგონია, ეს გამორიცხულია. თქვენ წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი თუ ამას გააკეთებს, საერთოდ საოცრება იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button