მთავარიპოლიტიკა

ლაჩინის დერეფანს ალტერნატივა არ აქვს – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლაჩინის დერეფანი შეთანხმებული იყო, როგორც მაკავშირებელი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის და მას ალტერნატივა არ გააჩნია, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „თავისუფლების“ კორესპოდენტის კითხვის პასუხად.

„თავისუფლებამ“  საგარეო პოლიტიკურ დეპარტამენტს  ჰკითხა,  ბაქომ ლაჩინის დერეფნის გახსნის წინაპირობად დაასახელა თუ არა აღდამის გზის გახსნა.

სომხეთის საგარეო პოლიტიკურმა დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას და რაც შეეხება სხვა შესაძლო კომუნიკაციებს, ის უნდა გადაწყდეს ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში.

უკვე 7 დღეა, რაც ბაქო ჰუმანიტარული დახმარების სახით, აღდამის გავლით სტეფანაკერტში 40 ტონა ფქვილის მიტანას ცდილობს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასკერანის გზაზე არცახელები მორიგეობენ და დაჟინებით აგრძელებენ გზის გადაკეტვას მანამ, სანამ აზერბაიჯანელები ფქვილით უკან არ გაბრუნდებიან.  ოფიციალური სტეფანაკერტი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი ნამდვილად არის დაინტერესებული არცახის მოსახლეობის ჰუმანიტარული კატასტროფის აღმოფხვრით, მაშინ მან არ უნდა აკრძალოს ლაჩინის დერეფნის გავლით მიწოდების აღდგენა, როგორც ამას 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ითვალისწინებს.

„თავისუფლების“ კიდევ ერთ კითხვაზე, თუ გავითვალისწინებთ სტეფანაკერტის ნეგატიურ დამოკიდებულებას აღდამის გავლით დახმარების მიღების მიმართ, არის თუ არა გაეროს უშიშროების საბჭოში რომელიმე წევრი ქვეყანა, რომელიც მზად არის წარადგინოს რეზოლუციის პროექტი ლაჩინის საკითხზე, ხედავს თუ არა ამ პერსპექტივას უახლოეს მომავალში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 აგვისტოს გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სესიაზე მითითებით, უპასუხა, რომ ამ შეხვედრის დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოხატა მკაფიო პოზიცია ლაჩინის დერეფნის აღდგენის მიმართულებით.  იყვნენ ქვეყნები, რომლებმაც ასევე ნათლად ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღდამის  გზა არ შეიძლება იყოს ლაჩინის დერეფნის ალტერნატივა.

„სომხეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა და მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გრძელდება, რაც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შესრულებას და მთიანი ყარაბაღის უკანონო ბლოკადის აღმოფხვრას, მათ შორის გაეროს და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დანერგვით. “, – ნათქვამია პასუხში.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა დოკუმენტი, რომელიც მიეკუთვნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით. „თავისუფლება“ ასევე ითხოვდა დაზუსტებას, არის თუ არა ეს ოფიციალური დოკუმენტი, გადაეცა თუ არა ერევანსა და ბაქოს და როგორია ერევნის პოზიცია.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ არაოფიციალური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე  კომენტარს არ აკეთებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button