პოლიტიკა

არ არის ლოგიკა იმის მტკიცებაში, რომ სომხეთი ანტირუსული იარაღია – რუბინიანი

ზოგადად, არ არის ლოგიკა იმის მტკიცებაში, რომ სომხეთი ანტირუსული იარაღია, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა,  თურქეთთან მოლაპარაკებებში სომხეთის  წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა საზოგადოებრივი არხის გადაცემა “ინტერვიუს” დროს განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის თავს არიდებდა გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, როგორც 2018 წლამდე, ასევე მის შემდეგ.

რუბინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის ასრულებდა ყველა სამოკავშირეო ვალდებულებას.

მან უარყო მტკიცება, რომ სომხეთი ანიჭებდა უპირატესობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და არა კუხო-ს.

„ეს არის ცრუ პრეტენზია, რადგან გადაწყვეტილება ევროკავშირის დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში იყო მიღებული, იმ დროს კუხო-ს  სამშვიდობოების სუბიექტი არ არსებობდა. მანამდე მოკლევადიანი მისია მოდიოდა და მიდიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ არჩევანის წინაშე. კუხოს  მისია არ იქნა უარყოფილი. სომხეთი კუხო-ს  წევრია, როცა სომხეთზე მოხდა თავდასხმა, სომხეთი სამართლიანად ელოდა 2 რამეს, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზემომხდარი თავდასხმა  დაგმობილი იქნებოდა და მიიღებდა მხარდაჭერას მხარდაჭერა. ჩემს მიერ ნახსენები 3 პუნქტიდან არცერთი არ მომხდარა“.

რუბინიანმა უპასუხა პრეტენზიებს იმის შესახებ,რომ რომ პრაღის შეხვედრა უნდა გაუქმებულიყო.

„რა მოხდა პრაღის შეხვედრის დროს? რა  უნდა გაუქმდეს? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა პრაღაში გაფორმებული შეთანხმების შედეგი იყო და ამას ოპოზიციაც ამბობს. მას შემდეგ, რაც სექტემბერში მოხდა აზერბაიჯანის თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც არ დაგმო კუხო-მ  ამის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრაღაში მხოლოდ ერთი რამ გააკეთეს, რაც ახალი არ არის. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის  ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. ამ დეკლარაციის თანახმად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრები ხდება სახელმწიფოთაშორისი, 2020 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ხელი მოეწერა ამ დეკლარაციას, რომელიც არ ეხებოდა მთიანი ყარაბაღის სტატუსს ან კუთვნილებას, რაც გულისხმობდა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდისთვის  ალმა-ატას დეკლარაცია მოქმედებდა ყველასთვის“.

რუბინიანმა უარყო შენიშვნა იმის შესახებ, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები დარღვეულია. „შემიძლია ვამტკიცო, რომ ჩვენ გვაქვს  უთანხმოება მხოლოდ  იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა ეპიზოდებში საკმარისი მხარდაჭერა არ გვქონია“.

ნახეთ მეტი
Back to top button