ეკონომიკა

პირველი 7 თვის ეკონომიკური ზრდის შედეგები ბევრად აღემატება მთავრობის მიზნებს –  ქერიბიანი

პირველი 7 თვის ეკონომიკური ზრდის შედეგები მნიშვნელოვნად აღემატება მთავრობის 2023 წლის ბიუჯეტის მიზნებს. ამის შესახებ, როგორც წერს NEWS.AM, სომხეთის  ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა დღეს, 5 სექტემბერს, ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა.

„წელს ჩვენი პროგნოზები გვაძლევს რწმენას, რომ მთავრობის ბიუჯეტით დასახულ მიზნებს მაინც გადავაჭარბებთ. მთავრობა თავისი გეგმის განხორციელებისას უზრუნველყოფს მომავალი წლებისთვის დადგენილ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც, საუბარია 7 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ექსპორტს, მინისტრმა განაცხადა, რომ წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მომსახურებისა და საქონლის ექსპორტმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 57 პროცენტი შეადგინა, რაც რეკორდულია.

ნახეთ მეტი
Back to top button