პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზები უფრო ღრმაა-ქართველოლოგი

ქართველოლოგი,  ექსპერტი ჯონი მელიქიანი მიიჩნევს, რომ  იმის ფონზე, რომ საქართველოში გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვების გამო, რომლებიც კონსტიტუციურად პრეზიდენტს მიეკუთვნება და ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა, საქართველოში უფრო ღრმა პრობლემები გამომჟღავნდა. მელიქიანმა „Armenpress“-თან  საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლებში ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებს.

აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ასევე უმრავლესობაა პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოში განცხადების შესატანად საჭირო ხმების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. ამის მიზეზი ისაა, რომ ზურაბიშვილს საგარეო ვიზიტები მთავრობასთან არ შეუთანხმებია.  მანამდე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიცირებას აპირებს, რადგან ხელისუფლებისგან მიღებული უარის მიუხედავად, ის საზღვარგარეთ ვიზიტებს განაგრძობს.

„ზურაბიშვილი ხელისუფლებაში მმართველი ძალის მხარდაჭერით მოვიდა, მაგრამ ერთი წელიც არ გასულა და მათ შორის პრობლემები წარმოიშვა. პრეზიდენტი არ ემორჩილებოდა და რეგულარულად აკეთებდა კრიტიკულ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით.  იყო შემთხვევებიც, როცა საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივების რატიფიცირება არ მოახდინა და პარლამენტს დაუბრუნა, რიგ შემთხვევებში კი ვეტოს უფლებაც გამოიყენა. კონფლიქტის ბოლო ეტაპი იყო ახალი ელჩების დანიშვნის პროცესი, რასაც დაემატა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პრობლემები ზურაბიშვილის კრიტიკულ და მკაცრ განცხადებებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სტატუსის მიღება-არმიღებასთან“, –  თქვა მელიქიანმა.

მისი თქმით, დღეს პრობლემა ის კი არ არის, რომ მმართველ ძალას არ სურს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში, არამედ საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რას ისაუბრებს ის უცხოურ პლატფორმებზე. აშკარაა, რომ ზურაბიშვილი, რომელსაც უფლებამოსილება მომავალ წელს უმთავრდება, ბოლოდროინდელი საქმიანობით ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს მომავალში პოლიტიკაში დარჩენას. თვეების წინ მას ქალთა ასოციაციის შექმნის იდეაც კი გაუჩნდა და რეგულარულად ხვდებოდა ქალ პოლიტიკოსებს და განიხილავდა დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

„დროთა განმავლობაში გაღრმავდა წინააღმდეგობები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, რამაც საფუძველი შექმნა პროცესისთვის, რომლის წარმატებით დასრულება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად და წარმატების მისაღწევად საჭიროა პარლამენტის ხმების ორი მესამედი. მმართველი ძალა ყოფილ პარტნიორებთან რომც გაერთიანდეს, ცვლილებების მიღწევის შანსი არ ექნება. წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხში „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ“, – განაცხადა მელიქიანმა.

მიუხედავად ამისა,  ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ აჩვენოს, რამდენად უკმაყოფილოა რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი ქმედებებით. ამ პროცესში მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მით უმეტეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო წელი 1 სექტემბერიდან უკვე დაიწყო. ახალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს არის დაგეგმილი.

„თუ მმართველი ძალა ამ ეტაპზე ვერ მოახერხებს პრეზიდენტის გადაყენებას, მიუხედავად ამისა, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალ პრეზიდენტს დანიშნავენ. საქართველოში განსხვავებული სისტემაა, 150 დეპუტატს უერთდება ამდენივე წარმომადგენელი ტერიტორიული ადმინისტრაციის ორგანოებიდან, რომლებიც კოლეგიურ გადაწყვეტილებას იღებენ“, – განაცხადა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

მელიქიანმა შეახსენა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ორი პრეზიდენტი იყო, მაგრამ ორივეს ჰქონდა პრობლემები მმართველ ძალასთან, თუმცა თავიდანვე მხარს უჭერდნენ მას.  მარგველაშვილისგან განსხვავებით, მოქმედი პრეზიდენტი უკვე ჩამოყალიბებული  პოლიტიკური მოღვაწე იყო როცა თანამდებობა დაიკავა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა ბალანსი ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის, რის შედეგადაც აღმასრულებელი ორგანო მიმდინარე წელს მასთან შეხვედრებსაც კი გაურბოდა. პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების დროსაც კი, საზღვარგარეთის  საელჩოები არ ხვდებოდნენ მას და არ არეგულირებდნენ  პროტოკოლის საკითხებს.

ხოლ ის  ნარატივები, რომ სალომე ზურაბიშვილი არის გამოხატული პროდასავლური პოლიტიკოსი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება უფრო პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და სანქციების საკითხში დასავლეთს 100%-ით არ ეთანხმება რაც, ფაქტობრივად, გახდა მიზეზი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტისა, მელიქიანის თქმით, ძალიან საეჭვოა და არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან საქართველო, როგორც წარსულში, ისე ახლა, არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი და აგრძელებს ამ გზაზე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას.

ნახეთ მეტი
Back to top button