საზოგადოება

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ეწვია

საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ოფიციალური მიწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე არგიშტი ქირამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას სომხეთის  საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. 5 სექტემბერს სრ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე არგიშტი ქირამიანი საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქუთაისის ოფისში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის საგამოძიებო სამსახურებს შორის თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობების რეალიზების პერსპექტივები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ სტრუქტურას შორის პროფესიული გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას. სომხეთის  საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, მადლობა გადაუხადა ბატონ კაციტაძეს მიწვევისთვის, ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი ახალი ხარისხის და მჭიდრო თანამშრომლობის დასაწყისია საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და სხვა საგამოძიებო ორგანოებთან. შეხვედრის შემდეგ არგიშტი ქირამიანმა დაათვალიერა საქართველოს სსს ოფისი, გაეცნო მის საქმიანობის მიმართულებებსა და თავისებურებებს. დელეგაციას თან ახლდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button