კულტურამთავარი

12-15 სექტემბერს ერევანში გაიმართება „ოპერა ღია ცის ქვეშ“

ერევნის  მერია გიწვევთ ექსკლუზიურ კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

როგორც ერევნის მერიაში  აცხადებენ, 12-დან 15 სექტემბრამდე, სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი ერევანში, მაესტრო კარენ დურგარიანის ხელმძღვანელობით, „თუმო“-ს პარკში ექსკლუზიურ პროგრამას „ოპერა ღია ცის ქვეშ“ პირველად წარადგენს.

12 და 13 სექტემბერს სომხური საოპერო ხელოვნების შედევრის, არმენ ტიგრანიანის ოპერა „ანუშის“ პრეზენტაცია გაიმართება, 14 სექტემბერს ნაჩვენები იქნება ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა „ტრავიატა“, 15 სექტემბერს კი ფინალური წარმოდგენას უხელმძღვანელებს  მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი ფაბიო მასტრანგელოს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სომეხი და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ვერონიკა ჯიოევა, ანაჰიტ მხითარიანი, კარინა ფლორესი, რამიზ უსმანოვი, მარგარიტა გრიცკოვა, ჰოვანეს აივაზიანი, დავით ბაბაიანცი, აზამატ ჟელტერგუზოვი. დასაწყისი 20:00 საათზე.

არ გამოტოვოთ კლასიკურ ხელოვნებასთან ურთიერთობის ეს უპრეცედენტო შესაძლებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button