მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა უცხოეთის ელჩებს გააცნო საზღვარზე არსებული ვითარება

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება, რომ 6 სექტემბერს ის სომხეთში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ აზერბაიჯანული სამხედრო ძალების დაგროვების შესახებ დეტალები წარვუდგინე. მე ასევე წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყურადღება გავამახვილე  მთიან ყარაბაღში ყოველდღიურად მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისზე. მე ხაზგასმით აღვნიშნე საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობა აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიის აღსაკვეთად“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button