მთავარიპოლიტიკა

სომხეთში გაიმართება სომხურ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „არწივი პარტნიორი-2023“

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადის სასწავლო ცენტრში “ზარ”-სა და თავდაცვის სამინისტროს N სასწავლო ცენტრში გაიმართება სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები „არწივი პარტნიორი-2023″. სწავლება გულისხმობს სამშვიდობო მისიების  დროს კონფლიქტის მხარეებს შორის  სტაბილიზაციის  ოპერაციებს.

სრ თავდაცვის სამინისტროდან აცნობებენ, რომ სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა. ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის“ გეგმიური შეფასებისთვის.

სამშვიდობო მისიებისთვის მომზადების ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მოსამზადებელი ქვედანაყოფები რეგულარულად მონაწილეობენ პარტნიორ ქვეყნებში მსგავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში და ვარჯიშებში.

ნახეთ მეტი
Back to top button