საზოგადოება

სომხურენოვანი აბიტურიენტები, რომლებმაც გამოცდა 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარეს

TV9News.ge წერს, რომ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა აბიტურიენტებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარეს.

მანუშაკ მანასიანმა და ჟორა ჰარუთუნიანმა სახელმწიფო პროგრამის “1+4” – ფარგლებში სრული დაფინანსება მოიპოვეს.

ჰასმიკ მეირაბიანი და კარინე თამამიანი უმაღლესი ქულებით სწავლას მოსამზადებელი კურსის ნაცვლად დაწყებითი განათლების პირველ კურსზე დაიწებენ. ჟორა ჰარუთუნიანი კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

სწავლას ინგლისური ფილოლოგიის პირველ კურსზე დაიწყებს ასევე სიმა გრიგორიანი

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

აღსანიშნავია, რომ 1+4 პროგრამით აპლიკანტს აქვს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობა, მინიმალური ბარიერის გადალახვისთვის აპლიკანტს 24,00 ქულაზე მეტი უნდა დაეგროვებინა. ყოველწლიურად 100 სომეხი და 100 აზერბაიჯანელი ყველაზე მაღალი ქულების მქონე აპლიკანტი სახელმწიფო გრანტს იღებს.

100%-იანი გრანტი მოიპოვეს ახალციხის მეხუთე სკოლის კურსდამთავრებულმა აბიტურიენტებმაც.

ნახეთ მეტი
Back to top button