პოლიტიკა

აზერბაიჯანი შიმშილს სომხების განადგურების იარაღად იყენებს. მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრი

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ღაზარიანმა ფრანგულ გაზეთ Ouest-France-ს ინტერვიუ მისცა, სადაც წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.

ღაზარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს მუქარის რიტორიკასა და გენოციდურ პოლიტიკას სომხების მიმართ. მან დააზუსტა, რომ ჯერ 2022 წლის 9 იანვარს შეაფერხა სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, შემდეგ კი, მარტის შუა რიცხვებში, გაზის მიწოდებაც. მოგვიანებით აზერბაიჯანულმა მხარემ ლაჩინის დერეფანში უკანონო საგუშაგო მოაწყო. 15 ივნისიდან მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მთლიანად გადაკეტილია.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა.

არცახში ყოველი მესამე სიკვდილის მიზეზი შიმშილი და არასრულფასოვანი კვებაა. წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები ვითარებას გენოციდად აფასებენ. აზერბაიჯანი შიმშილს სომხების განადგურების იარაღად იყენებს. სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები, თორემ უკვე გვიანი იქნება. ქვეყნების ლიდერებმა და გაერომ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ. საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ვალდებულება და შესაძლებლობა აღკვეთოს გენოციდები. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ არიან ინფორმირებულნი მყ-ში არსებული ვითარების შესახებ. მათ უნდა გააკეთონ ობიექტური შეფასება. გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აზერბაიჯანს შეწყვიტოს ბლოკადა. „საერთაშორისო ორგანიზაციებმა სანქციები უნდა დაუწესონ ბლოკადაზე პასუხისმგებელ პირებს და გაუგზავნონ ჰუმანიტარული დახმარება ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საჰაერო გზით“, – დაასკვნა მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button