მთავარიპოლიტიკა

სიტყვებს მოქმედებები უნდა მოჰყვეს. ფალონმა მოუწოდა  პასუხისგებაში მისცენ ალიევი

ამერიკელი კონგრესმენი ფრენკ ფელონი მიიჩნევს, რომ სიტყვები ქმედებად უნდა იქცეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი პასუხისმგებელია მყ-ში ეთნიკური წმენდის კამპანიაზე. Armenpress-ის ცნობით, ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ბლინკენმა გაიმეორა ლაჩინის დერეფნის გახსნის მოწოდება.

„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სამართლიანად ითხოვს ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შეწყვეტას, მაგრამ ამ სიტყვებს მნიშვნელოვანი ქმედებები უნდა მოჰყვეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰუმანიტარული კრიზისი მყ-ში მწვავდება“, – წერს ფალონი თავის გვერდზე X (ყოფილი Twitter) სოციალურ ქსელში.

კონგრესმენმა მშვიდობის დამყარებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პასუხისგებაში მიცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ალიევის დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ და მყ-ში ეთნიკური წმენდის  მის მიზანმიმართულ კამპანიას შედეგები უნდა მოჰყვეს“, წერს ის და დასძენს, რომ მშვიდობა არ დამყარდება კავკასიაში, თუ „ალიევი პასუხს არ აგებს აზერბაიჯანის აგრესიაზე სომეხი ხალხის წინააღმდეგ“.

ნახეთ მეტი
Back to top button