საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა, ათამდე სახლი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

,,პირველი არხი” წერს, რომ ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.

მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა.

ლანჩხუთში მეწყრული პროცესების შედეგად ათამდე სახლი გარესამყაროს მოწყდა.

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

„უმძიმესი სურათია. მეწყრის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია ათამდე სახლი. მობილიზებულია ტექნიკა და ვცდილობთ, უმოკლეს დროში განვახორციელოთ შესაბამისი სამუშაოები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოჩხათში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button