მთავარიპოლიტიკა

დღეს სომხეთში იწყება სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები

სომხეთში 11-20 სექტემბერს გაიმართება სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები „არწივი პარტნიორი 2023“.

News.am-ის გადმოცემით, სწავლება გაიმართება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადის სასწავლო ცენტრში „ზარ“ და თავდაცვის სამინისტროს N სასწავლო ცენტრში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში. ის გულისხმობს სტაბილიზაციის ოპერაციებს კონფლიქტურ მხარეებს შორის სამშვიდობო მისიების დროს.

„სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკურ კომუნიკაციაში საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის განხორციელება, ასევე სომხეთის ქვედანაყოფის მზადყოფნის ამაღლება ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის“ გეგმიური შეფასებისთვის“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვი უარყოფითად გამოეხმაურა სომხეთში ამერიკულ მხარესთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს და გასული კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გამოთქვა “შეშფოთება”.

ნახეთ მეტი
Back to top button