პოლიტიკა

ევროკავშირის მისიამ სომხეთში გააძლიერა პატრულირება ყველაზე შემაშფოთებელ რეგიონებში

News.am-ის გადმოცემით, სომხეთში ევროკავშირის მისიამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ყველაზე შემაშფოთებელ რაიონებში პატრულირების გაძლიერების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენ დღედაღამ პატრულირებთ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ფრონტის ხაზზე, რათა თვალყური ვადევნოთ ნებისმიერ სამხედრო განვითარებას, მათ შორის ჯარების დაგროვებას, მოძრაობას თუ შეტაკებებს. EUMA-მ (ევროკავშირის მისია სომხეთში – რედ.) გააძლიერა პატრულირება ყველაზე მეტად შემაშფოთებელ ადგილებში, რათა ევროკავშირს აცნობოს სიტუაციის შესახებ და ხელი შეუწყოს დეესკალაციას“, – ნათქვამია სომხეთში ევროკავშირის მისიის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button