მთავარიპოლიტიკა

მყ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სამველ შაჰრამანიანი მყ-ის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. პარლამენტის სესიის მონაწილე 23 დეპუტატიდან მას ხმა მისცა 22-მა. ამის შესახებ იუწყება „არცახპრესი“. მისი კანდიდატურა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე სამმა საპარლამენტო ფრაქციამ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ არაიკ ჰარუთიუნიანმა მყ-ის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 1 სექტემბერს დაწერა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო მინისტრი გურგენ ნერსისიანიც. ამ თანამდებობაზე დაინიშნა სამველ შაჰრამანიანი, რომელიც გაათავისუფლეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button