მთავარიპოლიტიკა

ჟოზეპ ბორელმა ბაირამოვს უთხრა, რომ ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას და აღდამის გზა ალტერნატივა არ არის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან. „მე გავიმეორე ჩემი შეშფოთება მთიანი ყარაბაღის სომხების ჰუმანიტარული სიტუაციის გამო. ახლა ლაჩინის დერეფანი უნდა გაიხსნას. სხვა გზები, მაგალითად, აღდამი, შეიძლება გაიხსნას როგორც გადაწყვეტის ნაწილი, მაგრამ არა როგორც ალტერნატივა“, – წერს ბორელი X-ის (ყოფილი Twitter) თავის მიკრობლოგზე.

ნახეთ მეტი
Back to top button