პოლიტიკა

რომან გოცირიძე – პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული აზრია, როგორც ჩანს, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება

,,პირველი არხი” წერს, რომ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული აზრია. როგორც ჩანს, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამიტომ ამ საკითხის დრამატიზება საჭირო არ არის“.

„ოპოზიციური პარტიების განცხადებები მოვისმინეთ, ამიტომ ამ ეტაპზე ეს თემა უკვე აქტუალური არ არის. სამომავლოდ ვნახოთ, როგორ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ ფლანგზე ერთსულოვნება იქნებოდა, ჩვენ მხარს დავუჭერდით. ამ მომენტში პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან ვხედავთ, რომ 50 ხელმოწერა არ გროვდება. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის სრული მხარდაჭერა იქნება და 50 ხმა საჭირო, ჩვენ იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნახეთ მეტი
Back to top button