სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათ-კვირას სატელეფონო საუბარი გამართა მთელ რიგ ქვეყნების ლიდერებთან, იუწყება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.
ფაშინიანის თანამოსაუბრეებს შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
საუბარი შეეხო ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში გაღრმავებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებას, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის მზარდ ტენდენციებს.
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გადაჭრას ყველა საკითხი მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში, 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა თანამოსაუბრეებმა მიუღებლად მიიჩნიეს სიტუაციის ესკალაცია და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ამ მიზნით სასწრაფო დისკუსიები გამართოს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.