კულტურა
ერიკ კარაპეტიანი და ქართველი მომღერალი დათო დუეტს შეასრულებენ (ვიდეო)

ერიკი და დათო მუსიკის მოყვარულებს მალე ერთობლივ ვიდეოს გაუზიარებენ. ამის შესახებ ერიკმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოკლე განცხადება გაავრცელა. მომღერალს ვიდეოს გამოსვლის თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა დასძინა, რომ სიმღერას “Move” ჰქვია. ასევე გასაგებია, რომ ვიდეოს რეჟისორი არტურ მანუკიანია.