მოსკოვი ერევანს მოკავშირედ მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის დროს, იუწყება TASS.
„სომხეთი ჩვენი მოკავშირეა. ასე მივიჩნევთ სომხეთს“, – განაცხადა ოვერჩუკმა და უპასუხა კითხვას, გაუარესდა თუ არა ურთიერთობა სომხეთთან ინტეგრაციის სტრუქტურებში.
„27 აგვისტოს გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს სხდომა. იქ ყველაფერი ნორმალური იყო. 27 სექტემბერს გვაქვს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს სხდომა. ეს არის ის, რაც ახლა დღის წესრიგშია“, – დასძინა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.